ტილ ლინდერმანმა ფინელები დააჯარიმა

ტილ ლინდერმანმა ფინელები დააჯარიმა

ცნობილი გერმანულენოვანი როკ-ჯგუფის -  Rammstein-ის ლიდერმა, ტილ ლინდემანმა ფინურ ჯგუფს - “აპოკალიპტიკას“ უჩივლა და 45ათასი დოლარიც კი მიიღო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

საქმე იმაშია რომ 2007 წელს ტილ ლიდერმანმა მონაწილეობა მიიღო ფინელების ალბომის ჩაწერაში, თუმცა ალბომის გარეყდაზე ის როგორც მუსიკოსი არ იყო მოხსენიებული და მხოლოდ ჯგუფი Rammstein აღინიშნა მონაწილეთა შორის, მაშინ როცა ჯგუფს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია ფინელების ალბომის ჩაწერაში.

როგორც ხედავთ, გემანული ჯგუფის ლიდერის გულისწყრომა არცთუ უსაფუძვლო ყოფილა. სამართლიანად განაწყენებულმა ლინდემანმა სასამართლოს მიმართა და როგორც ნავარაუდევი იყო - მოიგო კიდეც.

Rock.ge