„ნაპოლის“ ფეხბურთელმა მარიო რუიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. პორტუგალიელმა მცველმა განაცხადა, რომ კვარას კრიშტიანუ რონალდუს დონემდე მიღწევა შეუძლია და ასევე დაასახელა მიზეზი, რის გამოც ლუჩანო სპალეტიმ მოჰამედ სალაჰს შეადარა.
„კვარაცხელია და სალაჰი განსხვავებული ფეხბურთელები არიან, მათ შორის განსხვავება არის. ვფიქრობ, სპალეტი გულისხმობდა იმ ფაქტს, რომ სალაჰი გუნდურად ნაკლებად თამაშობდა და ნაკლებ გოლს იტანდა, სანამ სპალეტისთან იმუშავებდა. კვარას შემთხვევაც იგივეა, ადრე უფრო მეტად ინდივიდუალურად თამაშობდა, ახლა კი უფრო გუნდურად თამაშობს. თუმცა, კვარას ჯერ კიდევ აქვს მომატების უდიდესი პოტენციალი.
რონალდუს დონის მიღწევა თუ შეუძლია? შესაძლებელია, ბედნიერი ვიქნები, როგორც მისი თანაგუნდელი. მის მხარეს ისაა, რომ დრო ჯერ კიდევ აქვს და ამიტომ წარმატებებს ვუსურვებ. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ დონეებს მიაღწევს“, - თქვა მარიო რუიმ.
შეგახსენებთ, რომ მარიო რუი მოჰამედ სალაჰის თანაგუნდელი „რომაში“ იყო, ხოლო რონალდუსთან ერთად პორტუგალიის ნაკრებში აქვს ნათამაშები.