იტალიის თასის მეოთხედფინალში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ „ვენეცია“ დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
მატჩი დაძაბული გამოდგა, თუმცა მხოლოდ პირველი ტაიმი. მესამე პერიოდიდან „ვირტუსმა“ გარდამტეხი უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ 82:68 მოიგო.
თორნიკე შენგელიამ 27 წუთში 19 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 10-დან 6 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
აქვე გეტყვით, რომ ქართველ კალათბურთელს შედეგიანობით მხოლოდ თანაგუნდელმა მარკო ბელინელიმ აჯობა, რომელმაც 22 წუთში საკუთარ გუნდს 21 ქულა შესძინა.