დავით კეზერაშვილის მიერ თავდაცვის სამინისტროსთვის მატერიალური ზიანის მიყენების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

დავით კეზერაშვილის მიერ თავდაცვის სამინისტროსთვის მატერიალური ზიანის მიყენების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თავდაცვის სამინისტრო თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ -სააპელაციო სასამართლოში დავით კეზერაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს უწყებისთვის მატერიალური ზიანის მიყენებას ედავებიან და ზარალის კომპენსაციას ითხოვენ.

სამინისტროს მიერ ამ სარჩელის შეტანას წინ უძღოდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაუქმდა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში დავით კეზერაშვილი დამნაშავედ ცნეს.