რუსეთში აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთის ტერიტორია

რუსეთში აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთის ტერიტორია

რუსეთში აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთის ტერიტორია. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

„არ გაემგზავროთ რუსეთში რუსული სამხედრო ძალების მიერ უკრაინაში სრულმასშტაბური შეჭრის არაპროგნოზირებადი შედეგების გამო. არსებობს შევიწროების პოტენციალი და რუსეთის უშიშროების სამსახურის მიერ აშშ-ის მოქალაქეების დაკავებისთვის გამორჩევა, ადგილობრივი კანონის თვითნებური აღსრულება, შეზღუდული ფრენები რუსეთში და რუსეთის გარეთ, საელჩოს შეზღუდული შესაძლებლობა, დაეხმაროს აშშ-ის მოქალაქეებს რუსეთში და ტერორიზმის შესაძლებლობა. აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ რუსეთში, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ [რუსეთი]“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.