პრემიერ-მინისტრმა დაბა ბაკურიანში ახალი საბაგირო დაათვალიერა

პრემიერ-მინისტრმა დაბა ბაკურიანში ახალი საბაგირო დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან ერთად საკურორტო კომპლექსში მდებარე ავსტრიული კომპანიის  - „დოპელმაიერის" ფირმის ახალი საბაგიროები დაათვალიერა. აღნიშნული პროექტი კერძო ინვესტიციით განხორციელდა.

გონდოლის ტიპის 1200-მეტრიან საბაგიროს ახალ საბაგირომდე მისასვლელად 6-7 წუთი სჭირდება. რაც შეეხება ახალ, დასაჯდომ საბაგიროს, რომელიც 1000-მეტრია, იგი ქარისა და წვიმისაგან დასაცავად დახურული ტიპისაა და დანიშნულების ადგილამდე მისვლას  5-6 წუთი სჭირდება.

საბაგიროები ევროპულმა კომპანიებმა ,,LV Service'' -მა და ,,snowpro''-მ ააშენეს.

ახალი საბაგირო გზა ბაკურიანში არსებულ ოთხ სათხილამურო ტრასას (მიტარბი, კოხტა, დიდველი და ტატრაპომა) დააკავშირებს.

აღნიშნული პროექტისთვის 5 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯა.