მიხეილ სარჯველაძე „ნაცმოძრაობაზე“: იმ ფონზე, როდესაც არაფერი აქვთ სათქმელი პარლამენტში და ადამიანურ ენაზე გამოსახატი, ურჩევნიათ, სასტვენით ილაპარაკონ

მიხეილ სარჯველაძე „ნაცმოძრაობაზე“: იმ ფონზე, როდესაც არაფერი აქვთ სათქმელი პარლამენტში და ადამიანურ ენაზე გამოსახატი, ურჩევნიათ, სასტვენით ილაპარაკონ

იმ ფონზე, როდესაც არაფერი აქვთ სათქმელი პარლამენტში და ადამიანურ ენაზე გამოსახატი, ურჩევნიათ, სასტვენით ილაპარაკონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა ტელეკომპანია „იმედთან“ მამუკა მდინარაძის მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ აქციის მოწყობაზე.

„იმ ფონზე, როდესაც არაფერი აქვთ სათქმელი პარლამენტში და ადამიანურ ენაზე გამოსახატი, ურჩევნიათ, სასტვენით ილაპარაკონ. ადამიანები, რომლებიც თან ვაჟკაცობაზე თავს დებენ-ხოლმე, მერე სასტვენით შეიარაღებული აღმოჩნდებიან. პირდაპირ რომ ვთქვათ, მათი ასეთი საქციელი იუმორისტულ შეფასებას უფრო იმსახურებს. სერიოზულად თუ შევაფასებთ, რა თქმა უნდა, ეს მათი მხრიდან სრულიად მიუღებელი და დაუშვებელი აქტივობაა, როდესაც არამც თუ დესტრუქციულია, არამედ ობსტრუქციული მათ მხრიდან აქტივობა“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ტელეკომპანია „იმედში“ მისულ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, ტელევიზიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები დახვდნენ. მათ მამუკა მდინარაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაუპირისპირდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა თქვა, რომ აქციაზე მისულები ვერც შეკრების მიზეზს ასახელებდნენ და ვერც მის მიერ დასმულ კითხვებს პასუხობდნენ.