ვფიქრობ, მთლიანობაში, პრეზიდენტი არ უყურებს იმ სურათს, რა სურათიც უკრაინის ომმა გეოპოლიტიკური ვითარებით შექმნა და იმ რისკებს, რა რისკებიც საქართველოს წინაშე იდგა და დღესაც დგას, - ამის შესახებ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას.
მისი თქმით, პრეზიდენტს საკუთარი განცხადებით, თითქოს სურდა, ოპოზიციისთვის დაენახვებინა, ზოგად პოლიტიკურ საკითხებში მისი პოზიცია და რადიკალური ნაწილის პოზიცია შეიძლება ემთხვეოდეს.
„ვფიქრობ, მთლიანობაში, პრეზიდენტი არ უყურებს იმ სურათს, რა სურათიც ამ ომმა გეოპოლიტიკური ვითარებით შექმნა და იმ რისკებს, რა რისკებიც საქართველოს წინაშე იდგა და დღესაც დგას, მაგრამ საქართველო ატარებს ძალიან მიზანმიმართულ და თანმიმდევრულ პოლიტიკას. ხშირ შემთხვევაში პრეზიდენტი ცდილობს-ხოლმე, წინა განცხადებებით გამოწვეული პრობლემის გადაფარვას, შედის-ხოლმე კიდევ უფრო დიდ გაუგებრობაში. წინა განცხადების გამო, ჩვენ ვნახეთ, ოპოზიციამ საშინელი ქარტეხილი დაატეხა თავს და როგორღაც ამ განცხადებით, თითქოს უნდოდა, ოპოზიციისთვის დაენახვებინა, ზოგად პოლიტიკურ საკითხებში მისი პოზიცია და რადიკალური ნაწილის პოზიცია შეიძლება ემთხვეოდეს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მმართველი პარტიის გზავნილები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათი განცხადებები წინააღმდეგობაშია პარტნიორ ქვეყნებთან. „ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ხელისუფლების მიერ აქამდე გამოხატული გარკვეული სიფრთხილე ყველას ესმის და ყველასთვის გასაგებია, თუმცა სიფრთხილე არასდროს გამორიცხავდა, მით უმეტეს, ჩვენთვის და ჩვენს ქვეყანაში, არც ღირსებას და არც სოლიდარობას, - განაცხადა ზურაბიშვილმა.