გიორგი ვოლსკი: ის, რაც ეკა გიგაურმა გამოაქვეყნა, არის მცდელობა, რომ რეალური სურათი გადაფაროს

გიორგი ვოლსკი: ის, რაც ეკა გიგაურმა გამოაქვეყნა, არის მცდელობა, რომ რეალური სურათი გადაფაროს

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო მოწინავე 41-ე ადგილზეა და ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანას, ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყანას უსწრებს ამ მაჩვენებლით, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „კორუფციის აღქმის ინდექსი 2022-ის“ შეფასებისას განაცხადა.

„საქართველო კორუფციის აღქმის ინდექსში რეგიონში პირველ ადგილზეა და როდესაც ცდილობ ეს სურათი შეიცვალოს იმ განცხადებებით, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს, რასაკვირველია, ეს მტრობას ნიშნავს. მტრობის გარდა, ეს უტიფრობაა. აქედან გამომდინარე, ის, რაც ეკა გიგაურმა გამოაქვეყნა, არის მცდელობა, რომ რეალური სურათი გადაფაროს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

„ქართული ოცნების” კომუნიკაციების დეპარტამენტმა დღეს, კორუფციის აღქმის ინდექსის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო, პირველად ამ ინდექსის ისტორიაში, ევროპის საუკეთესო ოცეულშია, თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ცდილობს ეს მიღწევა ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს.