ინდოეთში პოლიციელმა კონტრაბანდის საქმეზე ეჭვმიტანილის ადგილმდებარეობის დასადგენად მისი მოლაპარაკე თუთიყუში გამოკითხა. ამის შესახებ Times of India წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ გაიაში მოხდა, სადაც სამართალდამცველები ვინმე ამრიტ მალაჰის ეძებდნენ. პოლიციელები ეჭვმიტანილი სახლში მის დასაპატიმრებლად მივიდნენ, მაგრამ მალაჰმა და მისმა ნათესავებმა გაქცევა მოახერხეს. თუმცა გალიაში ჩაკეტილი თუთიყუში დატოვეს.
უმცროსმა ინსპექტორმა კანჰაია კუმარმა ჩიტის გამოკითხვა გადაწყვიტა. „თუთიყუშო, სადაა ამრიტ მალაჰი? სად არის შენი პატრონი? სახლში მარტო დაგტოვეს?“ - ეკითხებოდა ის თუთიყუშს. სამწუხაროდ, თუთიყუშმა პატრონი არ გათქვა. მხოლოდ რამდენჯერმე გაიმეორა სიტყვა „თასი“.