ბაჩო დოლიძე: დიდი იმედი მაქვს, რომ ლევანის გამარჯვება არ გახდება პარტიიდან გადინების მიზეზი, ეს არ უნდა დავუშვათ

ბაჩო დოლიძე: დიდი იმედი მაქვს, რომ ლევანის გამარჯვება არ გახდება პარტიიდან გადინების მიზეზი, ეს არ უნდა დავუშვათ

ჩვენთვის სასარგებლო რეზულტატი არ უნდა იყოს განმსაზღვრელი იმისა, პარტიაში ვიქნებით თუ არა,- ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ლევანის გამარჯვება არ გახდება პარტიიდან გადინების მიზეზი, ეს არ უნდა დავუშვათ. პარტიის შიგნით დემოკრატიის თამასა სწორედ ამით განისაზღვრება. ჩვენთვის სასარგებლო რეზულტატი არ უნდა იყოს განმსაზღვრელი იმისა, პარტიაში ვიქნებით თუ არა. ბრძოლა ჯანსაღი უნდა იყოს და პოზიციებს სჭირდება გამაგრება“,- აღნიშნა დოლიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52.58% მიიღო.