თუ აქ ყოფილა შესაძლებელი მკურნალობა, მაშინ ეს ცრუ აჟიოტაჟი რა საჭირო იყო, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებას.
„გაათავისუფლეთო და თვითონ გადაწყვეტს სად და როგორო და სავარაუდოდ საქართველოში დაიწყებს მკურნალობასო. რა გამოვიდა - თუ აქ ყოფილა შესაძლებელი და თვითონაც იციან ეს, მაშინ ეს ცრუ აჟიოტაჟი რა საჭირო იყო“, - განაცხადა ზარქუამ.
გიული ალასანიამ 29 იანვარს განაცხადა, რომ მათი თხოვნა მსჯავრდებული სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა კი არა, სასჯელის გადავადებაა.