ჩვენთვის მთავარი ამოცანაა პარტია გავაერთიანოთ, ყველა ადამიანს ვესაუბროთ, მოხდეს საერთო სტრატეგიის შემუშავება და ამის ფარგლებში პასუხისმგებლობის გადანაწილება - ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა.
„ლევან ხაბეიშვილს ზურგს უმაგრებს 21 ათასზე მეტი ამომრჩეველი, საერთო ამომრჩეველთა 52%, ეს არის საჯარო, ღია მოცემულობა და ლევან ხაბეიშვილი არის დღეს ანგარიშვალდებული პარტიის რიგითი წევრების წინაშე, როდესაც შენს უკან დგას ამხელა ტვირთი, პასუხისმგებლობა, აქ რა არაფორმალურ მმართველობაზე და რა ქვედადინებებზეა საუბარი, დღეს სულ სხვა პასუხისმგებლობა აკისრია ადამიანს - აღნიშნა ბეჟაშვილმა.