მაკიაჟით

მაკიაჟით "დაბერებულმა" კრის ჰემსვორტმა გვიჩვენა, როგორი იქნება 85 წლის ასაკში

Marvel-ის ვარსკვლავმა, კრის ჰემსვორტმა, რომელიც მსოფლიომ ძლევამოსილი თორის როლში გაიცნო და შეიყვარა, 2022 წელს National Geographic-ის 6-სერიიან პროექტში Limitless მიიღო მონაწილეობა. დოკუმენტური სერიალის პრემიერა 2022 წლის 16 ნოემბერს შედგა Disney+-ზე. პროექტის ფარგლებში კრისმა საინტერესო ფოტოებიც გადაიღო და ფანებს ინსტაგრამზე გაუზიარა, თუ როგორი იქნებოდა 85 წლის ასაკში.

ერთ-ერთ ფოტოში კრისი დაბერებულ ცოლთან ერთად პოზირებს, რომელმაც ერთხელ უკვე მოსინჯა ასაკოვანი ადამიანის გრიმი. კრისს, რომელსაც ალცჰაიმერის განვითარების მაღალი რისკის გამო ეშინოდა, რომ მომავალში ასაკოვანი ცოლის დამახსოვრებას ვეღარ შეძლებდა, ცოლმა სიურპრიზი მოუწყო და მაკიაჟით "დაბერებული" შეხვდა.