გიორგი ვოლსკი გიული ალასანიას განცხადებაზე: საქმე გვაქვს საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულ თაღლითების ძალიან დიდ ჯგუფთან

გიორგი ვოლსკი გიული ალასანიას განცხადებაზე: საქმე გვაქვს საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულ თაღლითების ძალიან დიდ ჯგუფთან

გიული ალასანიას და არა მარტო მისი განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა თაღლითების ძალიან დიდ ჯგუფთან, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„არსებობს მკურნალობის გარკვეული კურსი, რომელსაც არ იცავენ იმ მიზეზით, რომ როგორმე სააკაშვილის დაზიანება იყო თვალხილული და იმისთვის, რომ როგორმე საერთაშორისო თანამეგობრობა დაარწმუნონ იმაში, რომ სააკაშვილი არის ისეთ პირობებში, რომელიც არ შეესაბამება დემოკრატიული ქვეყნის სტანდარტს. ამ პროცესში წამოცდენები, რომელიც თუნდაც გიული ალასანიას ჰქონდა, მიუთითებს იმაზე, რომ არიან თაღლითები და ზუსტად იციან რეალური სიტუაცია“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

სასჯელის გადავადების სანაცვლოდ, სააკაშვილმა შესაძლოა მკურნალობის კურსი საქართველოში გაიაროს. არადა სააკაშვილის გარემოცვა არც თუ შორეულ წარსულში იმას ირწმუნებოდა, რომ ჩვენი ქვეყნის კლინიკებს, მსჯავრდებულის სამკურნალოდ რესურსი არ ჰქონდა. შეცვლილი პოზიცია მედიას დღეს სააკაშვილის დედამ გაუზიარა.