ჯეიმს კამერონის ფილმმა Avatar: The Way of Water უკვე $2,054 მილიარდი მოგება მოიტანა და მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფილმების ხუთეულში მოხვდა. ახლახან ავატარის მეორე ნაწილმა Avengers: Infinity War-საც კი აჯობა.
იმასაც მოელიან, რომ უახლოეს მომავალში ფილმი Star Wars: The Force Awakens გაუსწრებს შემოსავლით და ამ შემთხვევაში, მსოფლიოს 4 ყველაზე მაღალანაზღაურებად ფილმს შორის 3 ჯეიმს კამერონის შექმნილი იქნება.
კინოინდუსტრიაში ფიქრობენ, რომ ავატარის მე-2 ნაწილი ტიტანიკსაც კი აჯობებს საბოლოოდ, რომელიც ასევე ჯეიმს კამერონის ფილმია, თუმცა ჯერჯერობით ტიტანიკი $135 მილიონით უსწრებს ავატარის მეორე ნაწილს.