უკვე დიდი ხანია, ცნობილი ბრიტანელი კოსმეტიკური ქირურგიის ექსპერტი, ჯულიან დე სილვა მსოფლიოში აღიარებული მსახიობი კაცების გარეგნობას "სპეციალური მეცნიერული ტექნიკით" შეისწავლის და ყოველწლიურად პლანეტის სიმპათიური კაცების ხუთეულს ასახელებს. ქირურგი ამის დასადგენად ბერძნულ გამოთვლის სისტემას, ეგრეთ წოდებული "ოქროს კვეთას" იყენებს, რომელსაც რენესანსის ეპოქის ხელოვანები არქიტექტურასა და მხატვრობაში ხშირად მიმართავდნენ.
ამ გამოთვლების მიხედვით, Bridgerton-ის ვარსკვლავის, რეგე-ჟან პეიჯის თვალების, წარბების, ტუჩების, ცხვირის, ნიკაპისა და სახის ზოგადი მოყვანილობის თანაფარდობა ოქროს კვეთის იდეალურ ფორმას 93.65%-ით შეესაბამება. მეორე ადგილზე კი კრის ჰემსვორტი გავიდა, რომლის ზოგადი მოყვანილობა ოქროს კვეთის იდეალურ ფორმას 93.53%-ით შეესაბამება. 2023 წლის პლანეტის ყველაზე სიმპათიური კაცების ხუთეული ასეთია:
რეგე-ჟან პეიჯი — 93.65%
კრის ჰემსვორტი — 93.53%
მაიკლ ბი ჯორდანი — 93.46%
ჰარი სტაილსი — 92.30%
ჯუდ ბელინგემი — 92.22%
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს ოქროს კვეთის მიხედვით, პლანეტის ყველაზე სიმპათიურ კაცად რობერტ პატინსონი დასახელდა. პატინსონის ზოგადი მოყვანილობა ოქროს კვეთის იდეალურ ფორმას 92.15%-ით შეესაბამება.