„ველმა“ IMDb-ს ისტორიაში ყველაზე ცუდი ანიმაციური სერიალი გახდა

„ველმა“ IMDb-ს ისტორიაში ყველაზე ცუდი ანიმაციური სერიალი გახდა

HBO-ს ახალი შოუ „ველმა“ IMDb-ს ისტორიაში ყველაზე ცუდი ანიმაციური პროექტი გახდა. ამის შესახებ Forbes-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პროექტის სერვისის ისტორიაში ყველაზე დაბალრეიტინგული შოუების სამეულში შედის. კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (Internet Movie Database -IMDb) ფილმების, მსახიობების, ტელეგადაცემების, სერიალების და ვიდეო თამაშების ინფორმაციის უმსხვილესი ონლაინ ბაზა.

მომხმარებლებს აქ სხვადასხვა პროექტის შეფასებაც შეუძლიათ. „ველმას“ რეიტინგი 10 ქულიანი სკალით მხოლოდ 1,3-ს შეადგენს. სერვისის სხვა აუტსაიდერებს შორის არის თურქული მელოდრამა „ეს ჩემი ზღაპარია“ და დოკუმენტური ფილმი ფეხბურთელ პოლ პოგბაზე. ამ პროექტების რეიტინგი „ველმას“ რეიტინგზე დაბალია, თუმცა შოუ ლეგენდარული „სკუბი -დუს“ გუნდის ერთ-ერთ წევრზე ყველა დროის ყველაზე ცუდი ანიმაციური შოუ გახდა. ამის მიუხედავად, HBO სერიალის კიდევ 1 სეზონს გამოუშვებს.

„ველმას“ მოვლენები მაშინ ვითარდება, როცა მთავარი გმირი ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლობს და სკუბი-დუს და მის მეგობრებს ჯერ არ იცნობს.