რუდი გარსიამ კრიშტიანუ რონალდუს დებიუტი შეაქო

რუდი გარსიამ კრიშტიანუ რონალდუს დებიუტი შეაქო

კრიშტიანუ რონალდუს დებიუტი საუდის არაბეთის ჩემპიონატშიც შედგა, სადაც მისმა „ალ ნასრმა“ „ალ ეტიფაქი“ მინიმალური სხვაობით დაამარცხა, მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ კი პორტუგალიელის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„პოზიტიური დამატებაა, როდესაც რონალდუს მსგავსი ფეხბურთელი გყავს. ის მეტოქის მცველებს ყურადღებას უფანტავს, რაც გუნდს ძალიან ეხმარება და ეს გოლის მომენტშიც კარგად გამოჩნდა.“

„მე ჩემს გუნდს მივეცი დავალება, რომ მასსა და ანდერსონ ტალისკას შორის მოეხდინათ დივერსიფიკაცია, რათა მომენტები ორივე მათგანს შექმნოდა. რონალდუს გუნდში ყოფნის დროსაც კი არ არის მარტივი საუდის არაბეთის ლიგაში გამარჯვების მოპოვება, რადგან აქ მეტოქეები საკმაოდ ძლიერები არიან“ - განაცხადა რუდი გარსიამ.

„ალ ნასრმა“ ანდერსონ ტალისკას მიერ გატანილი გოლის წყალობით მოპოვებული გამარჯვებით ჩემპიონატის სათავეში დაიკავა ადგილი. მომდევნო მატჩს რონალდუ და მისი თანაგუნდელები 3 თებერვალს, „ალ ფატეჰის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.