ალეპოში კორპუსის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

ალეპოში კორპუსის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

სირიის ქალაქ ალეპოში 5-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 13 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი დაიღუპა, 2 ადამიანი კი დაშავდა.

გავრცელებულ ინფორმაციით, ნგრევა საძირკველში წყლის გაჟონვამ გამოიწვია. ქალაქის მოსახლეობა მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებს.