შარლ მიშელი: რუსეთი განწირულია მარცხისთვის

შარლ მიშელი: რუსეთი განწირულია მარცხისთვის

ძვირფასო მეგობრებო, ეს უფრო მეტია, ვიდრე ომი, ეს არის სისტემატური განადგურების სტრატეგია, რომ გაიძულოთ დამორჩილდეთ, გაიძულოთ თქვენი ქვეყანა ვასალურ სახელმწიფოს პოზიციაში იყო. რუსეთი განწირულია მარცხისთვის. უკრაინელები ერთიანები, გამძლეები, მამაცები და სამართლიანად ამაყები არიან, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კიევში განაცხადა.

„უინსტონ ჩერჩილმა გამოიყენა თავისუფლება და იმედი, როგორც იარაღი ნაცისტების დასამარცხებლად. ნელსონ მანდელამ ციხის საკანი სულიერი თავისუფლების სიმბოლოდ გამოიყენა თავისი ხალხის გასათავისუფლებლად და ქვეყნის გარდასაქმნელად. დღეს ვლადიმირ ზელენსკი განასახიერებს თქვენი ეროვნულ წინააღმდეგობის სულს.

ჩერჩილისა და მანდელას ეს სული ყველა უკრაინელის გულში ცხოვრობს. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, ოდესაში, ბოროდიანკაში და სწორედ აქ, კიევში. ამ სულისკვეთებით გაიმარჯვებთ და იმიტომ რომ მარტო არ ხართ. ჩვენ ერთად ვართ. უკრაინის დაშლა ვერ მოხერხება. ევროკავშირი უფრო ერთიანია, ვიდრე ოდესმე და ჩვენი ტრანსატლანტიკური კავშირები უფრო მჭიდროა, ვიდრე ოდესმე. რამდენიმე მოგონება ბოლომდე გამყვება. 2021 წლის მარტში თქვენს პრეზიდენტთან ერთად ვესტუმრე დონბასში ფრონტის ხაზს. მე ვთქვი, რომ რუსეთი არა შუამავალი, არამედ კონფლიქტის მხარეა, სამწუხაროდ, მართალი ვიყავი. მეორე მოგონება გასულ წელს უკავშირდება. შარშან 24 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ დამირეკა. მან მითხრა: ეს უფრო მეტია, ვიდრე თავდასხმა, ეს არის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინის წინააღმდეგ. იმავე საღამოს მე ის მოვიწვიე ევროპული საბჭოში ვიდეომიმართვისთვის. მან გვითხრა, რომ ეს შეიძლება იყოს ბოლო შემთხვევა, როცა მას ცოცხალს ვნახავდით, ლიდერები შოკში იყვნენ. ეს იყო წყალგამყოფი მომენტი - უკრაინას თამამი გადაწყვეტილებები სჭირდებოდა.

მაგრამ ჩვენ ასევე მაშინვე მივხვდით, რომ უკრაინის ბედი სასწორზე იყო. ასევე სასწორზე იყო ევროკავშირის ბედი, ჩვენი კონტინენტის მომავალი და ყველაფერი, რისიც სჯეროდათ ევროკავშირის დამფუძნებელ მამებს“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ვიზიტით უკრაინის დედაქალაქ კიევში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, მან უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლის მხარდაჭერის კონკრეტული ზომები განიხილა.