საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

საფრანგეთის მასშტაბით საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მანიფესტაციები საფრანგეთის წამყვანი 8 პროფკავშირის მოწოდებით ტარდება.

პარიზში, სადაც ყველაზე მასშტაბური მანიფესტაცია ტარდება, აქციაზე 400 ათასამდე ადამიანი გამოვიდა.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ელისაბედ ბორნმა 10 იანვარს წარადგინა საპენსიო რეფორმის პროექტი, რომლის მიღებასაც მთავრობა 2023 წელს გეგმავს.

მისი თქმით, საფრანგეთის ხელისუფლება ქვეყანაში საპენსიო ასაკს ორი წლით, 64 წლამდე გაზრდის.