პოლონეთის პრეზიდენტი: რუსეთი უახლოეს თვეებში უკრაინაში ახალი შეტევისთვის ემზადება - გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უკრაინისათვის დამატებითი მხარდაჭერის გაწევას

პოლონეთის პრეზიდენტი: რუსეთი უახლოეს თვეებში უკრაინაში ახალი შეტევისთვის ემზადება - გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უკრაინისათვის დამატებითი მხარდაჭერის გაწევას

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ ის შიშობს, რომ რუსეთი უახლოეს თვეებში უკრაინაში ახალი შეტევისთვის ემზადება.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, გადამწყვეტია კიევისთვის დამატებითი მხარდაჭერის გაწევა, მათ შორის თანამედროვე ტანკებისა და რაკეტების მიწოდება.

„ისინი [რუსეთი] ჯერ კიდევ ძალიან ძლიერები არიან და ვშიშობთ, რომ რამდენიმე თვეში ახალი შეტევისთვის ემზადებიან. ამიტომ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უკრაინისათვის დამატებითი მხარდაჭერის გაწევას, კონკრეტულად კი თანამედროვე ტანკებისა და რაკეტების მიწოდება“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.