Süddeutsche Zeitung: შოლცმა უკრაინისათვის Leopard 2-ის ტანკების მიწოდების პირობა დაასახელა

Süddeutsche Zeitung: შოლცმა უკრაინისათვის Leopard 2-ის ტანკების მიწოდების პირობა დაასახელა

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სამშაბათს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან საუბარში განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს მიაწვდის, თუმცა იმ პირობით, თუ ამერიკული მხარე უკრაინას Abrams-ის ტანკებს გაუგზავნის. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გაზეთი Süddeutsche Zeitung-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კანცლერი აშკარად მზად არის, მიაწოდოს უკრაინას Leopard 2-ის ტანკები. ოღონდ იმ პირობით, თუ შეერთებული შტატები ასევე უზრუნველყოფს საბრძოლო ტანკებს [უკრაინისათვვის]“, - აღნიშნავს გამოცემა.

გერმანული გაზეთი განმარტავს, რომ სამშაბათს ბაიდენთან გამართულ სატელეფონო საუბარში შოლცმა ცხადყო, რომ გერმანია შეიძლება დანებდეს ზეწოლას ტანკების მიწოდების საკითხზე, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშშ Abrams-ის ტანკებს მიაწვდის უკრაინას.

ევროპარლამენტი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს მოუწოდებს, შესაძლებელი გახადოს უკრაინისათვის Leopard-ის ტანკების მიწოდება.

მიმართვა ხაზს უსვამს ევროპული კონსორციუმის ინიცირების აუცილებლობას, რომელიც მიზნად ისახავს Leopard 2-ის ტანკების დაუყოვნებლივ მიწოდებას უკრაინისათვის.

მანამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მხარი დაუჭირა უკრაინისათვის ტანკების მიწოდებას.