ვლადიმერ პუტინი: ყველაფერი, რასაც დღეს ვაკეთებთ, მათ შორის სპეციალური სამხედრო ოპერაცია, არის ამ ომის დასრულების მცდელობა

ვლადიმერ პუტინი: ყველაფერი, რასაც დღეს ვაკეთებთ, მათ შორის სპეციალური სამხედრო ოპერაცია, არის ამ ომის დასრულების მცდელობა

რუსეთმა ომი უკრაინის წინააღმდეგ დონბასში ომის შესაჩერებლად დაიწყო. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა სანქტ-პეტერბურგში, მეორე მსოფლიო ომისა და ბლოკადას გადარჩენილ რუს ვეტერანებთან შეხვედრისას განაცხადა. პუტინი კიდევ ერთხელ შეეცადა იმის მტკიცებას, რომ დონბასი რუსული მიწაა და ომი უკრაინის წინააღმდეგ დონბასის მცხოვრებლების დასაცავად დაიწყო.

„ტრაგედია უკრაინაში სწორედ 2014 წელს დაიწყო ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული გადატრიალებით. ყველაფერი, რასაც დღეს ვაკეთებთ, მათ შორის სპეციალური სამხედრო ოპერაცია, არის ამ ომის დასრულების მცდელობა. ამაშია ჩვენი ოპერაციის არსი და ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი ხალხის დაცვაში“, - განაცხადა პუტინმა.