ესპანეთის პრემიერი: უკრაინელების გვერდით იმდენ ხანს ვიქნებით, რამდენიც საჭირო იქნება

ესპანეთის პრემიერი: უკრაინელების გვერდით იმდენ ხანს ვიქნებით, რამდენიც საჭირო იქნება

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდასაჭერად ევროპის გრძელვადიანი ერთიანობის აუცილებლობას.

პედრო სანჩესის თქმით, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფასი მაღალია.

„მათ [უკრაინელებმა] უნდა იგრძნონ ევროკავშირის სოლიდარობა, თანაგრძნობა და ერთგულება. ჩვენ უკრაინელების გვერდით იმდენ ხანს ვიქნებით, რამდენიც საჭირო იქნება“, - აღნიშნა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.

პედრო სანჩესმა ასევე განაცხადა, რომ საჭიროა უფრო ძლიერი და მეტად ინტეგრირებული ევროპა, რადგან საერთო გამოწვევებს საერთო პასუხები სჭირდება.