ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ გახდა მსხვერპლი იმ პოლიტიკისა, რა პოლიტიკასაც ის საქართველოს წინააღმდეგ ატარებდა, პარტიის შიგნით სრული დაქსაქსულობაა

ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ გახდა მსხვერპლი იმ პოლიტიკისა, რა პოლიტიკასაც ის საქართველოს წინააღმდეგ ატარებდა, პარტიის შიგნით სრული დაქსაქსულობაა

როდესაც სააკაშვილი უკანონოდ შემოაპარეს საქართველოში, მაშინ გათვლა იყო, რომ ეს გამოიწვევდა ქვეყანაში არეულობას და მიიღებდნენ ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლის შედეგს. ეს გეგმა ჩაიფუშა. გამომდინარე აქედან, ახლა მეორე სერიაა - ან უნდა დაიხსნან, ან მისი მდგომარეობა უნდა გახდეს გარკვეული იმპულსის მიმცემი ქვეყანაში არეულობის დაწყებისა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ვიღაცების ინტერესებში დღესაც არის სააკაშვილი ის სუბიექტი, რომელიც ბოლომდე უნდა იყოს გამოყენებული იმ მიზნების მისაღწევად, რაც პირველად ვერ იყო მიღწეული მისი საქართველოში ჩუმად შემოპარვის დროს. „ნაციონალური მოძრაობა“ გახდა მსხვერპლი იმ პოლიტიკისა, რა პოლიტიკასაც ის საქართველოს და ქვეყნის წინააღმდეგ ატარებდა. ვხედავთ, რომ ნაცმოძრაობის შიგნით სრული დაქსაქსულობაა და ვინც არ უნდა აირჩიონ, ეს უკვე ერთ მთლიანობას ვეღარ შექმნის. სააკაშვილის ფაქტორი მთელ ამ ბრძოლაში გამოყენებულია ისევ და ისევ იმისთვის, რომ ვიღაცამ შიგნით ძალაუფლება გაიძლიეროს, მათ შორის ფინანსურ აქტივებზე და მეორე მხრივ სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმება გამოყენებული იყოს ქვეყნის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.