იტალიაში დააკავეს სიცილიური მაფიის ლიდერი მატეო მესინა დენარო, რომელსაც სამართალდამცველები 30 წელი ეძებდნენ

იტალიაში დააკავეს სიცილიური მაფიის ლიდერი მატეო მესინა დენარო, რომელსაც სამართალდამცველები 30 წელი ეძებდნენ

იტალიაში დააკავეს მაფიის ლიდერი მატეო მესინა დენარო, რომელსაც სამართალდამცველები 30 წელი ეძებდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

მატეო მესინა დენარო სიცილიური მაფიოზური დაჯგუფება „კოზა ნოსტრას“ ლიდერად ითვლება. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ის სიცილიის ქალაქ პალერმოში, კერძო კლინიკაში დააკავეს.

დაუსწრებლად მატეო მესინა დენაროს რამდენიმე მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ დაკავების ფაქტს სახელმწიფოსთვის დიდი გამარჯვება უწოდა.