რუსეთმა კიევის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა

რუსეთმა კიევის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა

უკრაინის დედაქალაქ კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილ ტიმოშენკოს ინფორმაციით, რუსეთმა კიევის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევის გოლოსეევის რაიონში რაკეტის ნამსხვრევები დაუსახლებელ ტერიტორიაზე დაეცა. წინასწარი მონაცემებით, ერთ-ერთი რაკეტა ინფრასტრუქტურის ობიექტს მოხვდა.