უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ ფაქტობრივად, უკრაინა უკვე გახდა ნატოს წევრი და მიიჩნევს, რომ ეს რეალობა მალე იურიდიულად გაფორმდება.
„დე ფაქტო უკრაინა ნატოს წევრი გახდა. დე ფაქტო და არა დე იურე. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს იარაღი და გვესმის, როგორ გამოვიყენოთ იგი“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ეს ომი, ისევე როგორც სხვა დიდი ომები, რესურსების ომად იქცა და ამ მხრივ, უკრაინის მდგომარეობა, რომელსაც მოკავშირეები აქტიურად უჭერენ მხარს, მას ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.
„ჩვენ გვაქვს ნატოს რესურსები, ნატოზე მეტიც - ჩვენ გვაქვს „რამშტაინის“ კლუბის, 50-ზე მეტი მოკავშირე ქვეყნის რესურსები კრემლის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - განაცხადა რეზნიკოვმა.