Black Lives Matter-ის თანადამფუძნებლის ნათესავი, რომლის დაკავების დროსაც პოლიციამ ელექტროშოკი გამოიყენა, დაკავებიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა

Black Lives Matter-ის თანადამფუძნებლის ნათესავი, რომლის დაკავების დროსაც პოლიციამ ელექტროშოკი გამოიყენა, დაკავებიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა

მოძრაობა Black Lives Matter-ის თანადამფუძნებლის, პატრის კულორსის ნათესავი, 31 წლის მასწავლებელი კინან ანდერსონი ლოს-ანჯელესის პოლიციის მიერ დაკავების შემდეგ რამდენიმე საათში სანტა-მონიკას ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა 3 იანვარს მომხდარი ინციდენტის დროს პოლიციელის სამხრე კამერით გადაღებული ვიდეო გაავრცელა, რომელზეც ჩანს, რომ პოლიციელების მიერ წაქცეული ანდერსონი შველას ითხოვს. სამართალდამცველები მის წინააღმდეგ რამდენჯერმე ელექტროშოკს იყენებენ.

პოლიციელები, რომლებმაც ანდერსონი დააკავეს, ადგილზე ავტოსაგზაო შემთხვევაზე რეაგირებისთვის იყვნენ გამოძახებული. პოლიციის წარმომადგენლის თქმით, კინან ანდერსონმა ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მიმალვა სცადა, რისთვისაც „ცდილობდა, ჩამჯდარიყო სხვა ადამიანის ავტომობილში, მისი ნებართვის გარეშე“.

კინან ანდერსონის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი დაუდგენელია. ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებამ გაზარდა ზეწოლა ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტზე, იმის ფონზე, რომ ბოლო კვირის განმავლობაში ფერადკანიანი მამაკაცების დაკავების 3 შემთხვევა გარდაცვალებით დასრულდა.