საუდის არაბეთის შეიარაღებულ ძალებს 255 ქალი სამხედრო შეუერთდება

საუდის არაბეთის შეიარაღებულ ძალებს 255 ქალი სამხედრო შეუერთდება

საუდის არაბეთის შეიარაღებული ძალების ქალთა სასწავლო ინსტიტუტში სწავლა დაასრულა 255-მა ქალმა სამხედრომ, რომლებმაც უმაღლესი განათლება მიიღეს და სამხედრო სამსახურს დიპლომატიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის და ჰაჯის/უმრას უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში გააგრძელებენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

დიპლომების გადაცემის ცერემონიას შინაგან საქმეთა მინისტრი, პრინცი აბდელ აზიზ ბინ საუდი და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის დირექტორი, გენერალ-ლეიტენანტი მოჰამედ ალ ბასამი ესწრებოდნენ.

საუდის არაბეთის შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანების უფლება ქალებმა 2022 წლის თებერვალში მოიპოვეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია პროგრამა Vision 2030-ის ფარგლებში, რომელიც სამეფოს საერო იმიჯის განვითარებას ისახავს მიზნად.