NBA-ს მორიგ სათამაშო დღეს გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ „ნიუ იორკ ნიქსს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში, 113:119 დამარცხდა.
„ნიუ იორკმა“ პირველივე ტაიმში სოლიდური, 21-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და მიუხედავად იმისა, რომ მესამე და მეოთხე პერიოდი წააგო, საბოლოო გამარჯვება მაინც იზეიმა.
ბითაძემ 15 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი ქართველმა კალათბურთელმა 5 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბითაძემ 1-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო არ უსვრია. როცა გოგა მოედანზე იყო, „პეისერსმა“ მეტოქეზე 10 ქულით მეტი ჩააგდო.
„ინდიანაში“ საუკეთესო ბადი ჰელდი იყო, რომელმაც 31 ქულა მიითვალა, ხოლო „ნიუ იორკში“ ჯალენ ბრენსონი 34 და რიჯეი ბარეტი 27 ქულით გამოირჩნენ.
„ინდიანა პეისერსი“ 23 მოგებით და 19 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 14 იანვარს, შინ „ატლანტა ჰოუქსთან“ ჩაატარებს.