ზელენსკიმ უარყო ქალაქ სოლედარის აღების შესახებ რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია

ზელენსკიმ უარყო ქალაქ სოლედარის აღების შესახებ რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დონეცკის ოლქში ქალაქ სოლედარის აღების შესახებ.

„ახლა ტერორისტული სახელმწიფო და მისი პროპაგანდისტები ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ ქალაქ სოლედარის გარკვეული ნაწილი - ქალაქი, რომელიც თითქმის მთლიანად გაანადგურეს ოკუპანტებმა - რუსეთის გარკვეულ მიღწევას წარმოადგენს. ისინი ცდილობენ, თავიანთ საზოგადოებას წარმოუჩინონ ისე, რომ მხარი დაუჭირონ მობილიზაციას და იმედი მისცენ მათ, ვინც აგრესიას ემხრობა. თუმცა ბრძოლა გრძელდება, დონეცკის მიმართულება დგას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავაძლიეროთ უკრაინის თავდაცვა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

10 იანვარს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარის დაცვას.

„სოლედარს შესანარჩუნებლად მძიმე ბრძოლები გრძელდება. მტერი არ ითვალისწინებს თავისი პირადი შემადგენლობის დიდ დანაკარგებს და აგრძელებს აქტიურ შტურმს. ჩვენი პოზიციების მისადგომები მტრის ჯარისკაცების ცხედრებითაა სავსე“, - აღნიშნა ანა მალიარმა.