აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის სისტემის გათიშვის გამო, 8 000-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო, 1 200-ზე მეტი კი გაუქმდა

აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის სისტემის გათიშვის გამო, 8 000-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო, 1 200-ზე მეტი კი გაუქმდა

აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის სისტემის გათიშვის გამო, 8 000-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო, 1 200-ზე მეტი კი გაუქმდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ხარვეზის სრულად აღმოფხვრას ტექნიკური სამსახური ამ დრომდე ცდილობს. ფრენების ნაწილი დღის განმავლობაში შესრულდა.

მომხდარის შესახებ ინფორმირებულია პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელმაც გამოძიება და ანგარიშის წარდგენა მოითხოვა.