სტივენ ჯერარდს პოლონეთის ნაკრების მწვრთნელობა შესთავაზეს

სტივენ ჯერარდს პოლონეთის ნაკრების მწვრთნელობა შესთავაზეს

ინგლისელ ლეგენდას, სტივენ ჯერარდს, რომლის სამწვრთნელო კარიერა „ასტონ ვილაში“ არც ისე კარგად წარიმართა, პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელობა შესთავაზეს.

პოლონეთის ნაკრები ცოტა ხნის წინ ჩესლავ მიხნიევიჩმა დატოვა და ამჟამად, ფედერაცია მთავარი მწვრთნელის ძიებაშია, მათი ერთ-ერთი კანდიდატი კი სტივენ ჯერარდია.

ჯერარდმა სამწვრთნელო კარიერა წარმატებულად დაიწყო და „რეინჯერსს“ 2011 წლის შემდეგ შოტლანდიის ჩემპიონის ტიტულიც პირველად მოაგებინა, თუმცა იგი ნაკლებად წარმატებული იყო უკვე პრემიერ ლიგაში, სადაც ცუდი შედეგების გამო „ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯერარდი სერიოზულად ფიქრობს ამ შემოთავაზებაზე, პოლონეთი კი მას კარგ შეთავაზებას უმზადებს, რათა ინგლისელის დაინტერესება გაზარდოს.