ირანში სასიკვდილო განაჩენი საპროტესტო აქციების მონაწილე კიდევ 3 ადამიანს გამოუტანეს

ირანში სასიკვდილო განაჩენი საპროტესტო აქციების მონაწილე კიდევ 3 ადამიანს გამოუტანეს

ირანში სასიკვდილო განაჩენი საპროტესტო აქციების მონაწილე კიდევ 3 ადამიანს გამოუტანეს, - ამის შესახებ სააგენტო „მიზანი" იტყობინება.

სიკვდილმისჯილებს ბრალი სარწმუნოების წინააღმდეგ ბრძოლაში დასდეს. ირანში სიკვდილით უკვე დასაჯეს ანტისამთავრობო გამოსვლების 4 მონაწილე.

მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები ირანში 22 წლის მაჰსა ამინის მკვლელობას მოჰყვა. ახალგაზრდა ქალი ე.წ. „ზნეობის პოლიციამ“ ჰიჯაბის არასწორი ტარების გამო დააკავა. ოჯახის წევრების მტკიცებით, დაკავებული ცემით მოკლეს.