რონალდო მოურინიუს ბრაზილიის ნაკრების გაწვრთნას სთხოვდა

რონალდო მოურინიუს ბრაზილიის ნაკრების გაწვრთნას სთხოვდა

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რონალდო ნაზარიო, „რომას“ ამჟამინდელ დამრიგებელს, ჟოზე მოურინიუს, ზაფხულიდან პენტაკამპეონების გაწვრთნას სთხოვდა. ტელეფონითაც ესაუბრა მას, მაგრამ პორტუგალიელი სპეციალისტი საკლუბო საქმეებითაა დაკავებული და სანაკრებო კარიერის დაწყებას არ აპირებს.

მოურინიუს თავკაცობით „რომა“ 2022 წელს უეფას ახალი ტურნირის, კონფერენს ლიგის პირველი გამარჯვებული გახდა. ამჯერად „მგლები“ ევროპა ლიგის 1/16 ფინალში გავიდნენ, სადაც ავსტრიულ „ზალცბურგს“ დაუპირისპირდებიან.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში კი რომაელები 17 ტურის შემდეგ, 31 ქულით, სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე დგანან.