ჯეიკ სალივანი: ირანის მიერ რუსეთისთვის დრონების მიყიდვა ნიშნავს, რომ თეირანი შესაძლოა ხელს უწყობდეს ომის დანაშაულების ჩადენას

ჯეიკ სალივანი: ირანის მიერ რუსეთისთვის დრონების მიყიდვა ნიშნავს, რომ თეირანი შესაძლოა ხელს უწყობდეს ომის დანაშაულების ჩადენას

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ირანის მიერ რუსეთისთვის დრონების მიყიდვა ნიშნავს, რომ თეირანი შესაძლოა ხელს უწყობდეს ომის დანაშაულების ჩადენას.

სალივანის თქმით, „ირანმა აირჩია გზა, სადაც მის იარაღს იყენებენ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მოსაკლავად და ქალაქების სიცივესა და სიბნელეში ჩაძირვის მცდელობისას, რაც ჩვენი აზრით, ირანს აყენებს მდგომარეობაში, როდესაც ის შესაძლოა ხელს უწყობდეს მასშტაბური სამხედრო დანაშაულების ჩადენას“.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაწესებული ბოლოდროინდელი სანქციები ცხადყოფს, რომ მოკავშირეები ცდილობენ, ირანის მიერ რუსეთისთვის დრონების გადაცემა უფრო რთული გახადონ.