ბრაზილიაში სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის შედეგად, სამართალდამცველებმა 1 500-მდე ადამიანი დააკავეს

ბრაზილიაში სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის შედეგად, სამართალდამცველებმა 1 500-მდე ადამიანი დააკავეს

ბრაზილიის იუსტიციის მინისტრმა, ფლავიო დინომ განაცხადა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის შედეგად, სამართალდამცველებმა 1 500-მდე ადამიანი დააკავეს.

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს ათასობით მომხრე დედაქალაქის ქუჩებში გამოვიდა. ისინი ნაციონალური კონგრესისა და ფედერალური სასამართლოს შენობებში შეიჭრნენ, მოქმედი პრეზიდენტის რეზიდენცია კი ალყაში მოაქციეს.

დემონსტრანტები გაყალბებულს უწოდებდნენ ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს, რომლის შემდეგაც პრეზიდენტის პორტფელი ლულა და სილვამ გადაიბარა. აქციის დროს პრეზიდენტი ლულა და სილვა სამუშაო ვიზიტით სან-პაულუში იმყოფებოდა. ქვეყნის პირველმა პირმა შექმნილი ვითარების ფონზე ერთთვიანი საგანგებო ვითარება გამოაცხადა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ შოკირებულია ბრაზილიაში ბრაზილიაში სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის გამო.

„რა თქმა უნდა, შოკირებული ვიყავი იმით, რაც ვიხილე,თუმცა უნდა გითხრათ, რომ ვენდობი ბრაზილიას, ვენდობი ბრაზილიის [სახელმწიფო] ინსტიტუტებს და დარწმუნებული ვარ, რომ ბრაზილია ამ სიტუაციას ადეკვატური პასუხისმგებლობით გაუმკლავდება, ხოლო ბრაზილიის დემოკრატიული ფუნქციონირება გაგრძელდება“, - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.