გონსალო იგუაინი „ნაპოლიში“ გადავიდა

გონსალო იგუაინი „ნაპოლიში“ გადავიდა

წინა კვირას ევროპულ სპორტულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ არგენტინის ეროვნული გუნდისა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი გონსალო იგუანი კარიერას იტალიურ „ნაპოლიში“ გააგრძელებდა.

უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გონსალო თითქოსდა ინგლისურ „არსენალში“ გადავიდა. ეს „ნიუსი“ მცდარი აღმოჩნდა.

რამდენიმე საათის წინ ესპანურმა გამოცემამ „Marca” გაავრცელა ცნობა, რომ იგუაინმა მადრიდის „რეალი“ ნამდვილად დატოვა. ფეხბურთელი კლუბ „ნაპოლიში“ გადავიდა.

ცნობილი გახდა რომ იტალიელებმა არგენტინელი შემტევის სანაცვლოდ 37 მილიონი ევრო გადაიხადეს. ახალ გუნდში იგუაინი ხელფასის სახით 6 მილიონ ევროს მიიღებს. „ნაპოლი“ თავდამსხმელს უახლოეს დღეებში ოფიციალურად წარადგენს.