DailyMail-ის ინფორმაციით, პორტუგალიური გრანდი „ბენფიკა“ და მათი გუნდის პრეზიდენტი, რუი კოშტა 2016-2020 წლებში თამაშების ჩაწყობაში არიან ბრალდებულნი.
„ვადასტურებთ, რომ 3 იანვარს გამოგვიძახეს სასამართლოში, ისევე, როგორც 2016-დან 2020 წლამდე დირექტორთა საბჭოში მყოფი წევრები. სხვა კომენტარს არ გავაკეთებთ, რადგან სასამართლო პროცესი დახურულია. „ბენფიკა“ გამოთქვამს სრულ მზადყოფნას ითანამშრომლოს კომპეტენტურ ორგანოებთან“ - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის შუაში, „ბენფიკას“ პრეზიდენტი, ლუის ფილიპე ვიეირა, რომელიც კლუბის სათავეში მრავალი წლის განმავლობაში იმყოფებოდა, იძულებული გახდა თანამდებობიდან გადამდგარიყო გადასახადებისგან თავის არიდების, თაღლითობის, დოკუმენტების გაყალბებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით. ამის შემდეგ კლუბის პრეზიდენტი რუი კოშტა გახდა, თუმცა ამჟამად გამოძიება მასზე გრძელდება.