გია ცაგარეიშვილი: ადამიანები, რომლებმაც პოლიტიკაში ვერ ივარგეს, თეოლოგიის სივრცეში შეიჭრნენ და პატრიარქის სიტყვებს სათავისოდ არგებენ მიხეილ სააკაშვილს

გია ცაგარეიშვილი: ადამიანები, რომლებმაც პოლიტიკაში ვერ ივარგეს, თეოლოგიის სივრცეში შეიჭრნენ და პატრიარქის სიტყვებს სათავისოდ არგებენ მიხეილ სააკაშვილს

ჩამოდგნენ ადამიანები, რომლებმაც პოლიტიკაში ვერ ივარგეს და თეოლოგები გახდნენ, თეოლოგიის სივრცეში შეიჭრნენ და ახლა განმარტავენ და აკომენტირებენ პატრიარქის ამ სიტყვებს და სათავისოდ არგებენ მიხეილ სააკაშვილს, - თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა, რითაც გამოეხმაურა პატრიარქის წერილთან დაკავშირებით ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებებს.

„ამაშიც ჩანს მათი სრული არასერიოზულობა, არაკომპეტენტურობა და სასოწარკვეთილებაც“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აღსაყდრების დღის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.