„ნაპოლის“ ყოფილმა მენეჯერმა ლუიჯი პავარეზემ ლუჩანო სპალეტის რჩევა მისცა და თქვა, რომ იტალიელმა სპეციალისტმა ტაქტიკა უნდა შეცვალოს.
პავარეზეს აზრით, დროა, ვიქტორ ოსიმენმა და ჯოვანი სიმეონემ თავდასხმაში ერთად ითამაშონ, ხოლო მათ უკან გამთამაშებლის პოზიციაზე ხვიჩა კვარაცხელია უნდა იყოს. ამრიგად, ის ფიქრობს, რომ კვარა მარცხენა ფლანგზე უკეთ ცენტრში შემტევ ნახევარმცველად ითამაშებს.
„მე ჯოვანი სიმეონეს ვიქტორ ოსიმენს შევუწყვილებდი და კვარაცხელიას პოზიციას შევუცვლიდი. მას აღარ დავაყენებდი მარცხენა ფლანგზე, როგორც გარემარბს, არამედ ფლეიმეიკერად, თავდამსხმელების უკან ვათამაშებდი. ეს შესანიშნავი შეტევა იქნება“, - თქვა პავარეზემ.
შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" უახლოეს მატჩს 8 იანვარს, გენუის "სამპდორიასთან" გამართავს.