არიგო საკი:

არიგო საკი: "ინტერთან" თითქოს კვარაცხელიას ტყუპი ძმა თამაშობდა"

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ „ინტერთან“ „ნაპოლის“ თამაშზე ისაუბრა და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა.

„ვიტყოდი, რომ ჩემპიონატი ხელახლა გაიხსნა. „ნაპოლის“ ზოგიერთი ფეხბურთელი არ ჰგავდა იმას, რაც მანამდე ვნახეთ. მაინტერესებს, ის კვარაცხელია იყო თუ მისი ტყუპი ძმა. კატასტროფა არ მომხდარა, მაგრამ „ნაპოლიმ“ თავიდან უნდა მოძებნოს გამარჯვებული მენტალიტეტი, ენთუზიაზმი და თამაშის ლტოლვა, რომ ისე ბრწყინვალედ ითამაშოს, როგორც პაუზამდე თამაშობდა“, - თქვა საკიმ.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ სერია A-ს 41 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ „მილანს“ 5 ქულით უსწრებს.