ჩავიმ „ბარსელონას“ პრობლემებზე ისაუბრა

ჩავიმ „ბარსელონას“ პრობლემებზე ისაუბრა

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი, ჩავი, ჟურნალისტებს ესპანეთის თასის 1/16 ფინალში მესამე დივიზიონის კლუბ „ინტერსიტისთან“ მძიმე გამარჯვების შემდეგ (3:4) ესაუბრა. კატალონიელებმა გამარჯვების გოლი დამატებით დროში გაიტანეს.

„სათასო შეხვედრებში ასეთი რამ ხდება. პირველი დივიზიონის შვიდი გუნდი უკვე დაემშვიდობა ტურნირს. ჩვენ კი თავად გავირთულეთ სიტუაცია. მეტოქეს ბევრი ცარიელი ზონები დავუტოვეთ.

დამატებით დრომდე გამარჯვების შანსი არაერთხელ მოგვეცა, მაგრამ უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ. საქმის ბოლომდე მისაყვანად ძალები არ გვყოფნის როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში და ეს განსაკუთრებით მაშფოთებს.

ასეთ მატჩებს გაცილებით იოლად უნდა ვიგებდეთ.“ - ციტირებს ჩავის სიტყვებს Marca.