„ნაპოლის“ დაუმარცხებელი სერია იტალიის ჩემპიონატში შეწყდა. ლუჩანო სპალეტის გუნდი ოპტიმალური ფორმისგან შორს რომ იყო, მოსამზადებელ ეტაპზეც გამოჩნდა და სეზონის განახლებამ დაადასტურა.
„ნაპოლი“ „სან სიროზე“ „ინტერს“ ესტუმრა და 0:1 წააგო. გამარჯვების გოლი 56-ე წუთზე ედინ ჯეკომ გაიტანა, რომელმაც ფედერიკო დიმარკოს ჩაწოდების შემდეგ თავით გაიტანა. ბოსნიელი მცველებმა უყურადღებოდ დატოვეს და შანსი გამოიყენა.
ხვიჩა კვარაცხელიამ 76-ე წუთამდე ითამაშა, მაგრამ განსაკუთრებით არ გამორჩეულა. რამდენიმე ეპიზოდში იაქტიურა - სულ ეს იყო. იდეალურად არ უთამაშია, ისევე, როგორც მის თანაგუნდელებს, რომლებმაც ალბათ სეზონში ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარეს.
ამრიგად, სერია A-ში სიტუაცია დაიძაბა. „ნაპოლი“ 41 ქულით ლიდერობას ინარჩუნებს, მაგრამ „მილანი“ 5 ქულამდე მიუახლოვდა, უფრო ახლოს არიან „იუვენტუსი“ და „ინტერიც“, რომლებიც ახლა შესაბამისად, 7 და 8 ქულით ჩამორჩებიან.
მომდევნო ტურში „აძური“ 8 იანვარს, გენუაში „სამპდორიას“ ესტუმრება და „ინტერთან“ მარცხის დავიწყებას ეცდება.