გატუზო:

გატუზო: "ამ მატჩის მეშინოდა და მამარდაშვილი ამიტომ ვათამაშე"

„ვალენსიამ“ ესპანეთის თასის მერვედფინალში თამაშის უფლება მას შემდეგ მოიპოვა, რაც ,,ლა ნუსია" 3:0 დაამარცხა, ჯენარო გატუზომ კი ახსნა ის, თუ რატომ ათამაშა გიორგი მამარდაშვილი და სხვა ძირითადის ფეხბურთელები.

,,როდესაც ასეთი ტიპის მატჩებს თამაშობ, დასაკარგი ყველაფერი გაქვს, თუმცა მე ძალიან მომეწონა გუნდის მენტალიტეტი. ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ გოლი არ გავუშვით. ახლა დავისვენებთ და ,,კადისთან" მატჩისთვის მოვემზადებით. წინასწარ არა პარასკევის თამაშზე, არამედ დღევანდელზე ვფიქრობდი, რადგან თასზე ადვილი თამაში არ არსებობს" - განაცხადა გატუზომ.

შეგახსენებთ, რომ ,,ვალენსიამ" მეტოქე ჯასტინ კლუივერტის, ილაიშ მორიბასა და უგო დუროს გოლებით დაამარცხა. გიორგი მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა მისი საქმეში ჩართვა არ გამხდარა საჭირო და ის 77-ე წუთზე იაგო ერერინით შეცვალეს.