არგენტინელმა მსოფლიო ჩემპიონმა დასვენება დაასრულა და პარიზში დაბრუნდა, სადაც ,,პსჟ"-სთან ერთად განაგრძობს მზადებას.
არგენტინელი შემტევი ,,პარი სენ-ჟერმენის" საწვრთნელ ბაზაზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და თანაგუნდელებთან ერთად ფოტოებიც გადაიღო. იგი ჯერ-ჯერობით ვარჯიშს გააგრძელებს და მომავალი მატჩებისთვის მოემზადება, იქამდე კი მასსა და გუნდს შორის კონტრაქტის დეტალებიც გაირკვევა, თუმცა ამას გარკვეული დრო დასჭირდება.
ლეო მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, თავად კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
,,პარი სენ-ჟერმენისთვის" 2023 წელი ცუდად დაიწყო, რადგან მათ ,,ლანსთან" 3:1 წააგეს. მომდევნო მატჩს დედაქალაქელები, სავარაუდოდ კვლავ მესის გარეშე, საფრანგეთის თასზე 7 იანვარს, ,,შატოროს" წინააღმდეგ ჩაატარებენ. ლიგა 1-ში კი მორიგი მატჩი ,,პსჟ"-ს 11 იანვარს, ,,ანჟერის" წინააღმდეგ ელოდება.