ჟერარ პიკეს კარიერის გაგრძელება საკუთარ კლუბში სურს

ჟერარ პიკეს კარიერის გაგრძელება საკუთარ კლუბში სურს

კატალონიელმა ცენტრალურმა მცველმა, ჟერარ პიკემ, რომელმაც საფეხბურთო კარიერა ცოტა ხნის წინ დაასრულა, თამაშის გაგრძელებას საკუთარ მფლობელობაში მყოფ კლუბ ,,ანდორაში" სურს.

პიკემ საფეხბურთო კარიერა ,,ბარსელონაში" ემოციურად დაასრულა. ცენტრალურმა მცველმა განაცხადა, რომ მისი ბოლო კლუბი სწორედ ,,ბლაუგრანა" იქნებოდა, თუმცა ესპანურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი კარიერის განახლებას საკუთარ კლუბ ,,ანდორაში" აპირებს.

ესპანეთის ჩემპიონატებს საკმაოდ რთული რეგულაციები აქვს, რის გამოც პიკეს სურვილის ასრულება საკმაოდ რთული იქნება. პირველ რიგში, ლიგა უნდა დარწმუნეს, რომ მფლობელ პიკესა და ფეხბურთელ პიკეს შორის ინტერესთა კონფლიქტი არ წარმოიშვება. გარდა ამისა, პიკემ საკუთარ თავს უნდა გადაუხადოს ხელფასი, ,,ანდორას" ამჟამინდელი სახელფასო ჭერი კი ლა ლიგის მიერ დაწესებულ მის სახელფასო მინიმუმსაც ვერ გასწვდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პიკეს კარიერის გაგრძელება საკმაოდ რთულად მოსჩანს.

ჟერარ პიკემ კარიერის დიდი ნაწილი ,,ბარსელონაში" გაატარა, სადაც 616 მატჩი ჩაატარა და 3 ჩემპიონთა ლიგა მოიგო.